Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 54 მონაცემთა ბაზის დამამზადებელი. 1. მონაცემთა ბაზის (რომელიც არ წარმოადგენს ნაწარმოებს) დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი ინვესტიცია მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, მოპოვების, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ, სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი შემცველობის ან ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება. 2. ამ თავის მიზნებისათვის, ამოღება გულისხმობს მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის მუდმივად ან დროებით გადატანას სხვა მატერიალურ მატარებელზე ნებისმიერი საშუალებით თუ ფორმით, ხოლო ხელახალი გამოყენება გულისხმობს აღნიშნული მატარებლის ან მისი ასლების საზოგადოებაში გავრცელებას, გაქირავებას ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემას ანდა მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის საჯარო გაცნობას. საქართველოში დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით მონაცემთა ბაზის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში მათი გავრცელების კონტროლის უფლება. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 54 3. დაუშვებელია მონაცემთა ბაზის შემცველობის უმნიშვნელო ნაწილების განმეორებითი ან სისტემატური ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება, თუ ასეთი მოქმედება ხელს უშლის მის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ ლახავს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს. 5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებები ძალაშია დამოუკიდებლად იმისა, დაცულია თუ არა ამ მონაცემთა ბაზაში შემავალი ნაწარმოებები, მომიჯნავე უფლებების ობიექტები და სხვა მონაცემები, მათი შინაარსის მიუხედავად. მონაცემთა ბაზის დაცვა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებების შესაბამისად არ უნდა ლახავდეს მის შემადგენელ ნაწილებთან დაკავშირებულ საავტორო ან სხვა უფლებებს. |