FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

article  8

პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი.
1. პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.
2. დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის  ვადაში.
3. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებს ადგენს სამინისტრო.
4. დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.
5. სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილებისას დევნილის სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ (Prima Facie), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

article  8

7. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ​საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 26.06.2018წ.