FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  107

კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა.
1. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ იგი მასზე გამოთქმული და გათვალისწინებული შენიშვნების კანონპროექტში ასახვისა და მეორე მოსმენით განხილვისთვის მომზადების მიზნით გადაეცემა წამყვან კომიტეტს, რომელიც კანონპროექტს პირველი მოსმენით მიღებიდან 3 კვირის ვადაში განიხილავს. წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი განიხილება ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით და მას ერთიანად ეყრება კენჭი. საჭიროების შემთხვევაში კენჭი ეყრება ალტერნატიულ წინადადებებს. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წამყვანი კომიტეტი ვერ მოახერხებს კანონპროექტის განხილვას, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.
2. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების მიხედვით გადამუშავებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებიდან 4 კვირის ვადაში, ამ რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით ეგზავნება პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  107

3. პარლამენტის პლენარული სხდომისთვის მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას კანონპროექტის თაობაზე გამოთქმული შენიშვნების ფურცელი, წამყვანი კომიტეტისა და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები, აგრეთვე ალტერნატიული წინადადებები, რომლებიც წამყვან კომიტეტს წარედგინა.
4. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა იწყება კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლით, რომელიც კანონპროექტს სხდომას გააცნობს ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ამ რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამის ქვეპუნქტთან, პუნქტთან (ნაწილთან), მუხლთან, თავთან ან/და კართან დაკავშირებით, შეკითხვისა და დაზუსტებისთვის გამოვიდეს თითოჯერ. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს. ამასთანავე, მას შეუძლია დაზუსტებისთვის ისარგებლოს არაუმეტეს 1 წუთით. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, შეკითხვისა და დაზუსტებისთვის გამოვიდეს თითოჯერ. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  107

5. შეკითხვების დასრულების შემდეგ კანონპროექტზე მომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
6. კანონპროექტზე მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდის კანონპროექტზე თანამომხსენებელი (არსებობის შემთხვევაში). მისი გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, კანონპროექტის თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას. თითოეული შეკითხვის ავტორისთვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამომხსენებელს უფლება აქვს, ყველა დასმულ შეკითხვას ერთობლივად უპასუხოს. მისი პასუხის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
7. კანონპროექტზე თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული წინადადებაც გამოტანილ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. პარლამენტის წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა მხოლოდ ერთხელ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  107

8. ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირთა გამოსვლების დასრულების შემდეგ, როგორც წესი, სიტყვით გამოდიან წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი (თუ წამყვანი კომიტეტის წარმომადგენელი არ არის თანამომხსენებელი) და სხვა კომიტეტების წარმომადგენლები. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, ხოლო სხვა კომიტეტის წარმომადგენლის გამოსვლისა − 5 წუთს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  107

9. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები. თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო თუ 1 პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული უფრაქციო პარლამენტის წევრები თითოეული მათგანის გამოსვლისთვის გამოყოფილ დროს ერთმანეთს დაუთმობენ, შესაბამისი პარლამენტის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა ჯამში 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. ამისთვის პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოში და წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის მიცემის მომენტისთვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისთვის განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს, გარდა ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის მიცემის მომენტისთვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  107

10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით და პარლამენტის პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. გამოსვლებისთვის ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 15 და არაუმეტეს 75 წუთისა.
11. კანონპროექტზე მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის წარმომადგენელი, ფრაქციის წარმომადგენელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი სიტყვით გამოდის სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან, თუ მისი გამოსვლის ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება. თუ გამოსვლისთვის განსაზღვრული დრო 3 წუთს არ აღემატება, პარლამენტის წევრს (გარდა მომხსენებლისა) უფლება აქვს, სიტყვით გამოვიდეს აგრეთვე სხდომათა დარბაზში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან.
12. ფრაქციის წარმომადგენელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.
13. დასაშვებია კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება ცალკეული მუხლების გამოკლებით. ეს მუხლები შეიძლება შემოტანილ იქნეს მესამე მოსმენისას.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  107

14. მეორე მოსმენისას კანონპროექტს მთლიანად ეყრება კენჭი. ალტერნატიულ წინადადებას პირველ რიგში ეყრება კენჭი. თუ საკითხის განხილვისას ალტერნატიული წინადადების ავტორი სხდომათა დარბაზში არ იმყოფება ან იგი ალტერნატიული წინადადების განხილვაზე უარს აცხადებს, ალტერნატიული წინადადება უარყოფილად ითვლება და მას კენჭი არ ეყრება.
15. კანონპროექტის მეორე მოსმენის დასრულების შემდეგ პარლამენტი კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შესახებ.
16. კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით კენჭისყრისას ვერ დააგროვებს მისი მიღებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას, ჩავარდნილად ითვლება და ფორმდება დადგენილება კანონპროექტის მეორე მოსმენით მიუღებლობის შესახებ.
17. თუ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისას ჩავარდნილი კანონპროექტი სასესიო პერიოდში 1 თვის განმავლობაში მისი ინიციატორის მოთხოვნით არ დადგება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე, იგი უარყოფილად ჩაითვლება. ასევე უარყოფილად ჩაითვლება კანონპროექტი, რომელიც განმეორებით ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას.