FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  221

რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხის დასმა.
1. პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეხუთედი უფლებამოსილია სათანადო დასაბუთების საფუძველზე, ამ რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით პარლამენტში დასვას საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრულ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი.
2. რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მისი დასმიდან არაუგვიანეს 20 დღისა. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ მიმართვას, რომელიც წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.
3. თუ პარლამენტმა ვერ გადაწყვიტა რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხი, იგი მოხსნილად ითვლება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ამ საკითხზე კენჭისყრა აღარ ტარდება.
4. პარლამენტი უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით გამოითხოვოს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე თავისი მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. თუ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ან 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმზე დასვამს იმავე საკითხს, რომელიც წარდგენილია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად, იგი სხდომის დღის წესრიგიდან მოიხსნება.