Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
იურიდიული დახმარების შესახებ article 82 საქმიანობა, რომელიც წინასწარ თანხმობას საჭიროებს. 1. სამსახურმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით შეიძლება: ა) აიღოს სესხი; ბ) განახორციელოს თავდებობა; გ) განსაზღვროს სამსახურის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი; დ) განსაზღვროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სამსახურის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტები. 2. სამსახურმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება: ა) შეიძინოს, გაასხვისოს და დატვირთოს უძრავი ქონება; ბ) მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები სამსახურის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სამსახური ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ან მის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. |