FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

article  4

ინვესტორის უფლება-მოვალეობები.
1. ინვესტორი უფლებამოსილია:
    ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასხვისოს სასტუმრო, რის თაობაზედაც მან გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს ქონების მმართველს;
    ბ) ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი შეღავათებით;
    გ) ქონების მმართველთან შეთანხმებით სასტუმროს სამშენებლო პროექტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები ;
    დ) მიმართოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით.
2. ინვესტორი ვალდებულია:
    ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ცალკე მეწარმე სუბიექტი, რომელიც განახორციელებს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (სასტუმროს მშენებლობასა და ფუნქციონირებას);
    ბ) ქონების მმართველს წარუდგინოს განაცხადი და ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობისათვის განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის შესახებ;
    გ) თითოეული სასტუმროს მშენებლობისათვის განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია;
    დ) ააშენოს საშუალო ან/და მაღალი კლასის სასტუმრო ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესით;
    ე) უზრუნველყოს სასტუმროს ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შესაბამისი კლასის სასტუმროსთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად;
    ვ) (ამოღებულია - 10.12.2015, №4599);
თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

article  4

ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას წარუდგ ინოს შემოთავაზებული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა სასტუმროს მშენებლობის ვადას არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს , თუ კომისი ამ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიიღო.
3. თუ ინვესტორი ამ კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე განახორციელებს სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოიპოვოს ლიცენზია ან/და ნებართვა, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათები და ამ კანონის მოთხოვნები.