Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 44 გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელი. 1. საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის შესახებ. კომისია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელს და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელია ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევება. 3. თუ 2011 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით ან მანამდე გადამცემი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს მიეკუთვნებოდა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქონებრივი განცალკევების მოდელისგან გამონაკლისის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მოდელი ამ კანონის 46-ე და 48-ე მუხლების შესაბამისად. 4. დაუშვებელია განხორციელებული გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების მოდელის ჩანაცვლება სხვა ისეთი მოდელით, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უფრო ნაკლებ ხარისხს გულისხმობს და გამოიწვევს გადამცემი სისტემის ოპერატორის ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსთან ან მის ნაწილთან უფრო მჭიდრო დაკავშირებას ან მასზე დამოკიდებულების გაზრდას. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 44 5. დაუშვებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის მესაკუთრის მიერ ამ კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი განცალკევების მოდელის განხორციელების მიზნით მიღებული ზომებისთვის ხელის შეშლა. 6. განცალკევების მოთხოვნები არ ვრცელდება ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ელექტროენერგეტიკულ საწარმოსა და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ ბუნებრივი გაზის საწარმოზე. |