Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 142 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემა. 1. უმაღლესი საბჭო, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე გენერალური აუდიტორისთვის თანხმობის მიცემის საკითხს, როგორც წესი, განიხილავს შესაბამისი კანდიდატურის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. უმაღლესი საბჭოს ბიურო განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განმხილველ კომიტეტს. 3. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტი ადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის კანდიდატურის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამ მიზნით კანდიდატი ვალდებულია კომიტეტს სრულყოფილად მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, მისი ბიოგრაფიული ცნობები, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაცია, ასევე წარდგეს კომიტეტის წინაშე. 4. უმაღლესი საბჭოს შესაბამისი კომიტეტი სხდომაზე კანდიდატების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს კომიტეტის რეკომენდაციას კანდიდატთან დაკავშირებით. კომიტეტის დასკვნა წარედგინება უმაღლესი საბჭოს ბიუროს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი article 142 5. უმაღლესი საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თანხმობას აძლევს გენერალურ აუდიტორს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის დანიშვნაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის რეგლამენტი N40-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025 წ. |