Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ article 3 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას, აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ article 3 2. უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული არაუმეტეს 21 დეპუტატისგან. უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების რაოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ხოლო მათი არჩევის წესი − საქართველოს კანონმდებლობით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ article 3 3. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. 4. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი. შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. 5. უმაღლესი საბჭო: ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა კანონებს; ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კანონს; ე) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებსა და საპატიო წოდებებს; ვ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ article 3 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა, ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კანონი შენიშვნებით დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საკმარისია კანონის მიღებისთვის დადგენილი ხმათა რაოდენობა. კანონის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ მთავრობის თავმჯდომარემ ხელი არ მოაწერა კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ან უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ article 3 8. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, იგი ვერ ახორციელებს ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ან მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. უმაღლესი საბჭოს დათხოვნა იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი სახელმწიფო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული კანონი საჭიროებს უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვადაში არ დაამტკიცებს კანონს, იგი ძალადაკარგულად ჩაითვლება. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება დათხოვნიდან არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს 90-ე დღისა. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ article 3 9. უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეგლამენტით. |