Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ article 50 ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები. 1. ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. ბავშვის წარმოშობის დადგენა ერთ-ერთი მშობლის მიხედვით ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც ეს მშობელი განეკუთვნება. თუ დედა დაქორწინებულია, ბავშვის წარმომავლობა შეიძლება დადგინდეს იმ ქვეყნის სამართლითაც, რომელსაც ამ კანონის 45-ე მუხლის თანახმად ბავშვის დაბადებისას ქორწინების ზოგადი შედეგები ეფუძნებოდა. თუ ქორწინება შეწყდა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების გამო, ქორწინების შეწყვეტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. 2. თუ მშობლები დაქორწინებულნი არ არიან, მამის ვალდებულებები ფეხმძიმე მეუღლის მიმართ ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც დედას აქვს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი. |