Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 13 გადაწყვეტილების გასაჩივრების წესები. 1. განმცხადებელი უფლებამოსილია ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში ან 3 თვის ვადაში − საქპატენტის სააპელაციო პალატაში. 2. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება 1 თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში. 3. საქპატენტის მიერ ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ 1 თვის ვადაში საჩივრდება სასამართლოში ან 3 თვის ვადაში − საქპატენტის სააპელაციო პალატაში. 4. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად − სასამართლოს ან საქპატენტის სააპელაციო პალატას, თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა: ა) ამ კანონის მე-3 და მე-6 მუხლების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს; |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 13 ბ) ხელს შეუშლის იდენტური ან ნაწილობრივ იდენტური დასახელების ან სასაქონლო ნიშნის არსებობას ან იმ საქონლის არსებობას, რომელიც კანონიერად იყო ჩართული სამოქალაქო ბრუნვაში/განთავსებული ბაზარზე ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების დღემდე არაუგვიანეს 5 წლისა; გ) სასაქონლო ნიშნის რეპუტაციის, ცნობადობისა და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მომხმარებელს შესაბამისი საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარ წარმოდგენას შეუქმნის; დ) გვარეობით ცნებად არის მიჩნეული; ე) მცენარის ჯიშის (საღვინე ვაზის ჯიშის ჩათვლით) ან ცხოველის ჯიშის დასახელებას ეწინააღმდეგება, რამაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას; ვ) სრულად ან ნაწილობრივ არის რეესტრში შეტანილი დასახელების ომონიმი და საკმარისად არ განსხვავდება ამ დასახელების ადგილობრივი და ტრადიციული გამოყენებისგან, რითაც მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას შეუქმნის. ომონიმური დასახელება, რომელიც მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის, არ რეგისტრირდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი ტერიტორიის, რეგიონის ან საქონლის წარმოშობის ფაქტობრივი ადგილის დასახელებაა; ზ) საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 13 5. ამ მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადები განმცხადებლისთვის აითვლება მისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობის დღიდან, ხოლო ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისთვის − განაცხადის მასალების ბიულეტენში გამოქვეყნების დღიდან. 6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საჩივრდება შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესით. |