FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

გარემოს დაცვის შესახებ

article  4

ძირითადი ცნებების განმარტებანი. ამ კანონში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) „გარემო“ – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
    ბ) „ბუნებრივი გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ბუნებრივ ლანდშაფტებს;
    გ) „ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო“ – გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენულ ლანდშაფტებს;
    დ) „გარემოს დაცვა“ – ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და აღდგენას;
გარემოს დაცვის შესახებ

article  4

დ-1) გარემოს დაცვის სფერო − ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და აღწარმოების, ნარჩენების რეგულირების, ქიმიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფერო; დ-2) გარემოსდაცვითი ინფორმაცია – წერილობითი, ვიზუალური, ელექტრონული, ზეპირი ან ნებისმიერი მატერიალური ფორმით წარმოდგენილი ყველა სახის ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: დ-2.ა) გარემოს შემადგენელი ელემენტების მდგომარეობა, როგორებიცაა ჰაერი, ატმოსფერო, წყალი, ნიადაგი, მიწა, ლანდშაფტი, ბუნებრივი ობიექტები, მათ შორის, ჭაობი, სანაპირო ზოლი და საზღვაო ტერიტორია, ბიომრავალფეროვნება და მისი კომპონენტები, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ჩათვლით, და ამ ელემენტების ურთიერთქმედება; დ-2.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებზე; დ-2.ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოს შემადგენელ ელემენტებსა და ფაქტორებზე, ასევე იმ ღონისძიებებსა და საქმიანობებზე, რომლებიც განკუთვნილია ამ ელემენტების დასაცავად; დ-2.დ) ანგარიშები გარემოსდაცვითი კანონმდებლობის განხორციელების შესახებ; დ-2.გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ღონისძიებებისა და საქმიანობების ფარგლებში; დ-2.გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ფაქტორები, ღონისძიებები და საქმიანობები ამ ელემენტების მეშვეობით;
გარემოს დაცვის შესახებ

article  4

ე) „ბუნებრივი რესურსები“ – ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ბუნებრივი ელემენტები;
    ვ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვა” – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, აღრიცხვა, ლიცენზირება, ზედამხედველობა და კონტროლი;
    ზ) საქმიანობა – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა;
გარემოს დაცვის შესახებ

article  4

თ) საქმიანობის სუბიექტი – საქმიანობის განმახორციელებელი პირი, ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; თ-1) რეგულირების ობიექტი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი (მათ შორის, საქმიანობის სუბიექტი), სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო ან მუნიციპალიტეტის ორგანო, რომელზედაც ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნები;
გარემოს დაცვის შესახებ

article  4

ი) „დაცული ტერიტორია“ – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და
    (ან) აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორია იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის – უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუნველსაყოფად;
    კ) „მდგრადი განვითარება“ – საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას – ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი;
გარემოს დაცვის შესახებ

article  4

ლ) „მდგრადი განვითარების პრინციპები“ – პრინციპები, რომლებიც ინტეგრირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს გარემოსა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის (United Nations Conference on Environment and Development, Rio de Janeiro, 1992) მიერ მიღებულ „გარემოსა და განვითარების რიოს დეკლარაციის“, „21-ე საუკუნის გლობალური მდგრადი განვითარების პროგრამის – დღის წესრიგ 21-ის“ და „ტყეების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და მართვის პრინციპების შესახებ არასაკანონმდებლო ვალდებულებათა განცხადების“ დასკვნით დოკუმენტებში;
    მ) „გარემოს დაბინძურების ინტეგრირებული კონტროლის სისტემა“ – გარემოს დაბინძურების რეგულირების ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება დაბინძურების აკუმულირების უნარის მქონე გარემოს ძირითადი კომპონენტების – მიწის, წყლისა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინტეგრირებულ (კომპლექსურ) კონტროლს;
გარემოს დაცვის შესახებ

article  4

ნ) „საუკეთესო ტექნოლოგია“ – გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტურია გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, მინიმუმამდე შემცირების ან გარდაქმნის თვალსაზრისით; შესაძლოა არ იყოს ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მისი ათვისება, დანერგვა და გამოყენება შესაძლებელია ტექნიკური თვალსაზრისით; შესაძლოა ეკონომიკურად არ განაპირობებდეს მნიშვნელოვნად მაღალი ღირებულების ხარჯზე ზღვრული გარემოსდაცვითი სარგებლის მიღების მიზანშეწონილობას, მაგრამ იგი, ამავე დროს, ეკონომიკური თვალსაზრისით ხელმისაწვდომია საქმიანობის სუბიექტისათვის;
    ო) „საუკეთესო ტექნიკა“ – საუკეთესო ტექნოლოგია და მისი მართვის, ორგანიზაციის, ზედამხედველობის, კონტროლის მეთოდები და განხორციელების საშუალებები;
    პ) „ბიომრავალფეროვნება“ – ცოცხალ ორგანიზმთა მრავალსახეობა, ხმელეთის, ზღვის და წყლის ეკოსისტემები და ეკოლოგიური კომპლექსები, რომლებიც მოიცავენ მრავალფეროვნებას სახეობის ფარგლებში, სახეობათა შორის და ეკოსისტემებში;
    ჟ) „სამეურნეო ობიექტი“ – საქმიანობის ობიექტი;
    რ) „ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია“ – ეკოლოგიურად უსაფრთხო ნედლეულისაგან რესურსთდამზოგველი და საუკეთესო ტექნოლოგიითა და ტექნიკით წარმოებული პროდუქცია;
გარემოს დაცვის შესახებ

article  4

ს) „უფრო სუფთა წარმოება“ – საწარმოო პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება ინტეგრირებული გარემოსდაცვითი პოლიტიკის უწყვეტი გამოყენება;
    ტ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
    უ) „გარემოს დაცვის სამენეჯმენტო სისტემა“ – საქმიანობის ობიექტის მართვის სისტემისა და ბიზნეს-სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ, ობიექტის ფუნქციონირების ყველა ასპექტს (გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ორგანიზაციისა და კადრების, გარემოს დაცვის ნორმების რეესტრის ჩათვლით);