Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ article 74 სამინისტრო ადგენს განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხას და შეიმუშავებს განსაკუთრებით გავრცელებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების, მათ შორის, ენდემური დაავადებების, ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს. მუხლი 75 სახელმწიფო სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე ხელმძღვანელობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებათა კომპლექსს: ა) იმუნოპროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებებს; ბ) სათანადო სამკურნალო, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს გადამდები დაავადებების განვითარების მაღალი რისკის მქონე მოქალაქეთათვის; გ) სხვადასხვა ობიექტის ინფიცირებისაგან დაცვას და ინფიცირებული ობიექტების გაუვნებლებას; დ) ეპიდსაწინააღმდეგო ვითარებაში გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლას; ე) სამედიცინო პერსონალის ეპიდემიოლოგიური მზადყოფნისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას. |