FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  16

ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა.
1. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები თავიანთი უფლება - მოვალეობების განხორციელებისას უნდა :
    ა ) მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად ;
    ბ ) ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი;
    გ ) მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე უკეთესია საწარმოსა და მისი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა ინტერესებისათვის .
2. გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე -13 პუნქტით , ამ მუხლის მე -3 პუნქტით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც მოჰყვა ამ მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა, სოლიდარულად აგებენ პასუხს საწარმოსთვის მიყენებული ზიანისათვის .
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  16

3. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და მოცულობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება , რომ თავის მოვალეობათა შესრულებისას იგი შეიძლება დაეყრდნოს დასკვნებსა და ანგარიშებს (მათ შორის, ფინანსურ ანგარიშებსა და მონაცემებს), თუ ისინი მომზადებულია იმ აუდიტორის, იურიდიული მრჩევლის, საწარმოს თანამშრომლის ან სხვა პირის მიერ, რომელიც, მმართველი ორგანოს წევრის კეთილგონივრული მოსაზრებით, პროფესიონალია შესაბამის საკითხში , რადგან ეს საკითხი მის კომპეტენციას განეკუთვნება. ამასთანავე, მმართველი ორგანოს წევრის მოქმედება არ ჩაითვლება კეთილსინდისიერად, თუ მას ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს ან ევალებოდა, რომ ჰქონოდა ისეთი ინფორმაცია , რომელიც გაუმართლებელს ხდის აღნიშნულ პირებზე დაყრდნობას .
4. ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდის მფლობელს უფლება აქვს ამ მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებათა დარღვევის გამო სარჩელი აღძრას ამ საწარმოს მმართველი ორგანოს წევრის მიმართ .
ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

article  16

5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, დამკვირვებლის სტატუსით დაესწროს ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა (პარტნიორთა) საერთო კრებას მისი მიმდინარეობისას საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით.