Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 795 ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 1. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას. 2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების ამ შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემდეგ პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად (გარდა ამ კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებართვის გამცემის მიერ განმეორებით დადგენილ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ცხრამაგი ოდენობით. |