FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  15

ცესკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის უფლებამოსილება.
1. ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.
2. ცესკოს თავმჯდომარე:
    ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში;
    ბ) უძღვება ცესკოს სხდომას;
    გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს; გ -1) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განკარგულებით განსაზღვრავს პარტიების დაფინანსების ოდენობას; გ-2) განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;
    დ) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის), მათ წარმომადგენლებს ცესკოში;
    ე) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს და ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს;
    ვ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს;
    ზ) სათანადო მოწმობებს აძლევს ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებს; ზ -1) (ამოღებულია - 28.06.2021, №703);
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  15

თ) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ ადგილმონაცვლეებს;
    ი) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას;
    კ) (ამოღებულია - 22.12.2022, №2475);
    ლ) ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
    მ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებსა და კომისიის აპარატის მოსამსახურეებს;
    ნ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე:
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  15

ა) ამ კანონის მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;
    ბ) ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით და ცესკოს თანხმობით ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).
4. ცესკოს მდივანი:
    ა) ანაწილებს ცესკოში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და ცესკოს სახელზე შესულ კორესპონდენციას;
    ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს; ბ -1) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიის და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;
საქართველოს საარჩევნო კოდექსი

article  15

გ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დამკვირვებლის სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის/საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცესკოში დანიშნულ დამკვირვებლებს, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა მიერ წარგზავნილ დამკვირვებლებს და აძლევს მათ დამკვირვებლის მოწმობებს;
    დ) განკარგულებით ახორციელებს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას და აძლევს მათ სააკრედიტაციო ბარათებს;
    ე) ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს; ე-1) ამ კანონის მე-8 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;
    ვ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.