Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 226 ოლქის დელეგატის ბიურო. 1. პარლამენტის წევრის მოქალაქეებთან მუშაობის ორგანიზების, შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან კომუნიკაციისა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 6-1 პუნქტით განსაზღვრული ოლქის დელეგატის ბიურო. 2. ოლქის დელეგატის ბიუროს ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 3. ოლქის დელეგატის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. ოლქის დელეგატი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს წელიწადში ერთხელ, 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, მიაწოდოს ინფორმაცია ოლქის დელეგატის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. 4. თუ ოლქის დელეგატს ვადამდე შეუწყდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება, ოლქის დელეგატის უფლებამონაცვლე პარლამენტის წევრს თავის წევრთაგან ასახელებს შესაბამისი ოლქის დელეგატის წარმდგენი პოლიტიკური პარტიის მიერ შექმნილი ფრაქცია. |