FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  60

უფლებამოსილი პირის მოვალეობები და პასუხისმგებლობა.
1. უფლებამოსილი პირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია:
    ა) დროულად და სრულად უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად;
    ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ამ კოდექსის მოთხოვნები;
    გ) სამსახურებრივი უფლებამოსილება და სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, სიმბოლოები და იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები გამოიყენოს კეთილსინდისიერად, მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისათვის და არა რაიმე უპირატესობის მოსაპოვებლად;
    დ) თავიდან აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის ან მისი სამსახურის რეპუტაციას;
    ე) სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს მიცემული ინსტრუქციების შესაბამისად.
2. უფლებამოსილი პირი, ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალეობების შესრულებისას, სათანადო ქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგენს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ მოწმობას.
3. უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ.