FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

article  71

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.
1. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ენიშნება 40-დან 300 საათამდე ვადით. ყოველდღიურად ასეთი შრომის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
2. თავისუფლების აღკვეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის ან მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო მეტი ვადითაც დაინიშნოს.  დამატებით სასჯელად  საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეიძლება უფრო ნაკლები ვადითაც დაინიშნოს.
3. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ისე უნდა დაენიშნოს, რომ მისმა აღსრულებამ ხელი არ შეუშალოს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებას ან სწავლის პროცესს.
4. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნისას სასურველია, არასრულწლოვანი  მსჯავრდებული სამუშაოდ ისეთ ადგილზე გამწესდეს, სადაც იგი საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებისათვის საჭირო გამოცდილებასა და უნარებს შეიძენს.
5. არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა დამატებით სასჯელად შეიძლება დაენიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სასჯელის სახედ გათვალისწინებული არ არის.