Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 138 ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა. 1. საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებას ზედამხედველობს სამინისტრო ამ კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, კომისიასთან და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთან თანამშრომლობით. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ზედამხედველობა ხორციელდება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: ა) ელექტროენერგიის ბაზარზე არსებულ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის შენარჩუნება; ბ) ელექტროენერგიაზე მოთხოვნის საპროგნოზო დონე და დაგეგმილი ან მშენებარე დამატებითი სიმძლავრე; გ) ქსელის ხარისხი და მოვლა-პატრონობის დონე; დ) პიკური მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები და ერთი ან ერთზე მეტი მიმწოდებლისთვის ელექტროენერგიის დანაკლისის აღმოფხვრა. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 138 2. სამინისტრო ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, 31 ივლისამდე ამზადებს და აქვეყნებს ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ერთიან ანგარიშს, რომელიც მოიცავს სამინისტროს, კომისიის და შესაბამის შემთხვევებში სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას. ანგარიშში უნდა აისახოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული ზედამხედველობის შედეგები და მიღებული ან მისაღები ზომები. სამინისტროს მიერ მომზადებული ანგარიში დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ასახავდეს ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ერთიან შესაძლებლობას, უზრუნველყოს ელექტროენერგიაზე არსებული ან საპროგნოზო მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ: ა) ელექტროქსელის საოპერაციო უსაფრთხოებას; ბ) ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის საპროგნოზო ბალანსს მომდევნო 5 წლის პერიოდში; გ) ანგარიშის შედგენის თარიღიდან 5-დან 15 წლამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების პერსპექტივას; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 138 დ) მომდევნო 5 ან 5-ზე მეტი წლის პერიოდში ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან მიმართებით გადამცემი სისტემის ოპერატორის ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმებს, რომლის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია. 4. ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ერთიანი ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეეხება ურთიერთდამაკავშირებლებთან დაკავშირებულ საინვესტიციო გეგმებს, უნდა ითვალისწინებდეს: ა) ამ კანონის 63-ე მუხლით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში გადატვირთვის მართვის პრინციპებს; ბ) ელექტროენერგიის არსებულ და პერსპექტიულ გადამცემ ხაზებს; გ) ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების, ტრანსსასაზღვრო გადადინებისა და მოხმარების, აგრეთვე ელექტროენერგიით ვაჭრობის მოსალოდნელ სცენარებს, რაც უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობასა და მოთხოვნის მართვასთან დაკავშირებული სათანადო ღონისძიებების განხორციელებას; დ) რეგიონული, ეროვნული და ევროპული მასშტაბებით არსებულ მდგრადი განვითარების ამოცანებს, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 138 5. სამინისტრო ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესასრულებლად მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორთან. ამ მიზნით: ა) სამინისტროს მის მიერ წერილობითი მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა კომისიის მიერ მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია, აგრეთვე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების ხელთ არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია ამ კანონის 151-ე მუხლის შესაბამისად კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის შესახებ მითითებით; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრესთან დაკავშირებით მისი ან სხვა ისეთი პირის საინვესტიციო გეგმების თაობაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სამინისტროს აწვდის ინფორმაციას ელექტროენერგიის შიდა გადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებული ისეთი ინვესტიციების შესახებ, რომლებიც არსებით გავლენას ახდენს ურთიერთდამაკავშირებლების სიმძლავრის ხელმისაწვდომობაზე; |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 138 დ) გადამცემი სისტემის ოპერატორი სათანადო შემთხვევაში კონსულტაციებს მართავს მეზობელი ან/და სხვა შესაბამისი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორებთან და სამინისტროს აწვდის ინფორმაციას განხორციელებული ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ. 6. ამ მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისა და ანგარიშგების ფუნქციების შესრულებისას სამინისტრო უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას ამ კანონის 151-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. |