Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 1641 დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს. 1. საქონლის იმპორტისას დასაბეგრი თანხა არის საქონლის ღირებულება საბაჟო მიზნებისთვის. 2. თუ დასაბეგრი თანხა არ მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებს, მასში შეიტანება: ა) საქონლის იმპორტიდან გამომდინარე, უცხო ქვეყანაში ან/და საქართველოში კუთვნილი გადასახადი, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი, გარდა დღგ-ისა; ბ) თანმდევი ხარჯები, როგორებიცაა საკომისიო, შეფუთვის, სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები, რომლებიც გაიწევა საქონლის დანიშნულების პირველ ადგილამდე, აგრეთვე, ხარჯები, რომლებიც გაიწევა საქართველოს ტერიტორიაზე, დანიშნულების სხვა ადგილზე ტრანსპორტირებისთვის, თუ ეს სხვა ადგილი ცნობილია საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტში. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 1641 დასაბეგრი თანხა საბაჟო პროცედურების დროს. . 3. დასაბეგრ თანხაში არ შეიტანება: ა) ფასდაკლება წინასწარი გადახდისთვის; ბ) შემძენისთვის მინიჭებული და მის მიერ იმპორტის მომენტისთვის მიღებული ფასდაკლება ან სხვა დათმობა. 4. საბაჟო საწყობში მიწოდებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ: ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული, იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით; ბ) საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება, იმპორტიორის მიერ საბაჟო საწყობში უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით; გ) საქონლის იმპორტი დღგ-ით იბეგრება, ხოლო საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე. 5. პირის მიერ, თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ: |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 1641 ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-ისგან გათავისუფლებული, იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით; ბ) საქონლის იმპორტი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო საქონლის მიწოდება დღგ-ით იბეგრება, იმპორტიორის მიერ თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულება დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით; გ) საქონლის იმპორტი დღგ-ით იბეგრება, ხოლო, თუ საქონლის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-ისგან, იმპორტიორი იმპორტისას გადასახდელ დღგ-ის თანხას გადაიხდის იმპორტის თანხიდან გამომდინარე. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 1641 6. საქართველოს საბაჟო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმპორტის თანხა განისაზღვრება იმავე ნაწილით იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისთვის დადგენილი წესის შესაბამისად. 7. საქონლის ექსპორტი/რეექსპორტი განხორციელებულად მიიჩნევა, თუ ხდება ამ საქონლის ექსპორტის პროცედურაში დეკლარირება ან მისი რეექსპორტი, რომლის დროსაც, ექსპორტის/რეექსპორტის თანხა არის საქონლის საბაჟო ღირებულება. |