Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 33 ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები. 1. ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან უზრუნველყონ სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა ამ კანონის შესაბამისად. 2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა დაინიშნოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს ხელშეკრულება აგრეთვე უნდა არეგულირებდეს იმ ინფორმაციის მიწოდების საკითხებს, რომელიც აუცილებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების ამ კანონის შესაბამისად შესასრულებლად. 3. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული სხვა იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის მომსახურება. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის დამატებით მოთხოვნებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. ეს დამატებითი მოთხოვნები შეიძლება შეეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომლის რეგულირებას ამ კანონის აღსასრულებლად საჭიროდ მიიჩნევს საზედამხედველო ორგანო. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 33 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირების გარდა, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი. 5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ის მინიმალური ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის დადებულ ხელშეკრულებაში. |