Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 16 ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლები. 1. ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვის ფარგლებიდან გამომდინარე, აკრძალულია: ა) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი კომერციული გამოყენება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში: ა.ა) როდესაც ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონელი და ის საქონელი, რომელზედაც რეგისტრაცია არ ვრცელდება, ერთნაირი ტიპის საქონელია; ა.ბ) რეგისტრირებული ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციით სარგებლობის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ შესაბამისი საქონელი ინგრედიენტის სახით გამოიყენება; ბ) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ნებისმიერი მცდარი გამოყენების, იმიტაციის ან მიბაძვის შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ შესაბამისი საქონლის წარმოშობის ადგილი მითითებულია ან დაცული ადგილწარმოშობის დასახელება წარმოდგენილია თარგმანით, ტრანსლიტერაციით, ტრანსკრიფციით ან შემდეგ სიტყვებთან ერთად: „სტილი“, „ტიპი“, „მეთოდი“, „წარმოებული, როგორც“, „იმიტაცია“, „არომატი“ და სხვა, აგრეთვე მაშინ, თუ აღნიშნული საქონელი ინგრედიენტის სახით გამოიყენება; |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 16 გ) როდესაც ნებისმიერი სხვა მცდარი ან ისეთი აღნიშვნა, რომელიც მომხმარებელს საქონლის წარმომავლობის, წარმოშობის ადგილის, დასახელების ან განსაკუთრებული ხარისხის შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის, მოცემულია სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის შიდა ან გარე შეფუთვაზე, სარეკლამო მასალაზე ან საქონელთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში, აგრეთვე საქონლის იმგვარი შეფუთვის (ტარაში მოთავსების) შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას; დ) ნებისმიერი სხვა ქმედების განხორციელების შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება მომხმარებელს საქონლის წარმოშობის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეუქმნას. 2. დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გვარეობით ცნებად გადაქცევა არ შეიძლება. 3. თუ დაცული ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა იმ საქონლის დასახელებას შეიცავს, რომელიც გვარეობით ცნებად არის მიჩნეული, აღნიშნული გვარეობითი ცნების გამოყენებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები. |
საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ article 16 4. ამ მუხლის დებულებები ფიზიკურ პირს არ უზღუდავს უფლებას, საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვისას/ბაზარზე განთავსებისას გამოიყენოს საკუთარი ან იმ პირის სახელი, რომლის მემკვიდრეცაა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული სახელის გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის. 5. ამ მუხლის დებულებები არცერთ პირს არ უზღუდავს უფლებას, საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვისას/ბაზარზე განთავსებისას გამოიყენოს მცენარის ან ცხოველის ჯიშის დასახელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული დასახელების გამოყენება მომხმარებელს მცდარ წარმოდგენას უქმნის. |