FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  16

ინფორმაციის მიღება და გამოქვეყნება.
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს და მიიღოს ფინანსური, სტატისტიკური და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საგადახდო ანგარიშთან ან/და საგადახდო მომსახურებასთან.
21. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია, მათ შორის, საგადახდო ანგარიშსა და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ დაწესებული საკომისიოების, აგრეთვე გაცვლითი კურსების შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საკომისიოების გამჭვირვალობისა და მათი ერთმანეთთან შედარების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გამოაქვეყნოს აღნიშნული ინფორმაცია პროვაიდერის სახელწოდების მითითებით.
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

article  16

3. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზნებისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს აგრეთვე შესაბამის ანგარიშგებას. ანგარიშგების ფორმა, ხარისხი და წარდგენის ვადა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.