FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პოლიციის შესახებ

article  57

პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობის შიდა კონტროლი.
1. პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია.
2. სამინისტროს გენერალური ინსპექცია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და დაუშვებელია მის საქმიანობაში სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის ან თანამდებობის პირის ჩარევა. სამინისტროს გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია უშუალოდ მინისტრის წინაშე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას.
3. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება  სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.
4. სამინისტროს გენერალური ინსპექცია:
    ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას;
პოლიციის შესახებ

article  57

ბ) აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას, ამოწმებს მათ მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების განკარგვის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;
    გ) ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენასა და პრევენციას, სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების საქმიანობაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
    დ) ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექცია შესაბამის მასალებს დაუყოვნებლივ, საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად გადასცემს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.