Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 97 აკრედიტაციის ეროვნული სისტემის საფუძველი. 1. აკრედიტაციის ეროვნული სისტემა ემყარება ერთიან მიზნებს, წესებსა და პრინციპებს. სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების აკრედიტაცია ხორციელდება და აკრედიტაციის ეროვნულ სისტემასთან დაკავშირებული სათანადო საკითხები განისაზღვრება აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ემყარება შესაბამის აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს. 2. აკრედიტაციის წესები და პროცედურები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 3. აკრედიტაციის ცენტრი საქმიანობას ახორციელებს აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად დაინტერესებულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. შესაბამისობის შემფასებელი ორგანოსთვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა. |