Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 164 საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება. 1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საბაჟო ორგანო. 2. საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. 3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება პირისთვის სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად. 4. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც აისახება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში ან დაერთვება მას. 5. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება: ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით; ბ) თუ საბაჟო სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში. |
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 164 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად. 7. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე−249-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები. 8. თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია ამ ქმედების ჩამდენი პირის დადგენა ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შესახებ. 9. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |