Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2271 წყლის ხომალდის ნაოსნობისათვის საშიშროების შექმნა. 1. წყლის ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც საშიშროება ექმნება წყლის ხომალდის ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. 2. წყლის ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას წყლის ხომალდის ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე. 3. საზღვაო-სანავიგაციო დანადგარების დაზიანება ან მათი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება წყლის ხომალდის ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე. 4. წყლის ხომალდზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წყლის ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც საშიშროებას უქმნის წყლის ხომალდის უსაფრთხო ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. 5. წყლის ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას უსაფრთხო ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. |