FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  222

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო.
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 51-2, 51-4−53-2, 54-ე, 54-1, 55-1, 55-4, 56-ე და 57-ე−57-5 მუხლებით, 58-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 58-1, 58-3, 59-ე, 59-3, მე-60, 60-3, 61-1, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 69-4–69-6, 71-ე, 71-1, 72-1−77-ე, 78-ე და 79-1–79-3 მუხლებით, 79-4 მუხლის პირველი, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 79-5 მუხლით, 79-6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79-7, 79-8 და 82-1–82-4 მუხლებით, 82-5 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−85-5 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 86-2, 87-1–87-3 და 89-ე–89-3 მუხლებით, 91-3 მუხლის მე-3 ნაწილით, 103-1, 119-2 და 128-2−128-6 მუხლებით, 151-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) და 181-6 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  222

2. ამ კოდექსის 58-​-3, 59-ე, 64-ე და 64-​-1 მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი ნაწილით, 66-​-3 და 69-6 მუხლებით, 76-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხოლოდ სახელმწიფო ტყეში ცეცხლის დანთების მოთხოვნათა დარღვევის ნაწილში), 77-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 82-​-1 და 82-​-3 მუხლებით, 84-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, 84-​-1 და 85-​-4  მუხლებით, 86-ე მუხლის პირველი–მე-9 და მე-13−21-ე ნაწილებით, 86-​-2, 87-​-2, 87-​-3, 89-​-3, 119-​-2, 128-​-2 და 128-6 მუხლებითა და 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე დაადოს აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  222

21. თუ ამ კოდექსის 86-3 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე პირისთვის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით შეტყობინების გაგზავნიდან 60 კალენდარული დღის ვადაში იგი არ გამოცხადდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, ამ დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს აქვს უფლება, ამ კოდექსის 86-3 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის აღნიშნულ პირს ადმინისტრაციული სახდელი დაადოს (შესაბამისი დადგენილება გამოიტანოს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შეუდგენლად.
31. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 51-ე, 51-2, 51-5, 63-ე და 64-ე მუხლებით, 66-ე მუხლით (გარდა 66-ე მუხლით გათვალისწინებული სალიცენზიო საქმიანობებისა) და 71-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე, 128-2 და 128-6 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  222

41. ამ კოდექსის 48-ე მუხლით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 51-2, 51-5, 63-ე და 64-ე მუხლებით, 66-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 71-ე, 73-ე, 74-ე, 86-ე, 128-2 და 128-6 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს ან თუ სამართალდამრღვევი სადავოდ არ ხდის თავის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  222

5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 53-1, 53-2, 55-4 და 64-1 მუხლებით, 68-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10–მე-12 ნაწილებისა) და 89-ე–89-3 და 128-6 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  222

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მუხლებით/მუხლების ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისას, თუ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ან თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და ამას ხელმოწერით ადასტურებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია ადგილზე განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდოს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  222

-3 . საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილი პირები განიხილავენ ამ კოდექსის 59 -2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.