Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 541 მონაცემთა ბაზის დეპონირება. 1. მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება აქვს მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების შედეგად „საქპატენტის“ მიერ გაცემული მოწმობა ადასტურებს მხოლოდ მონაცემთა ბაზის დეპონირების ფაქტს. 2. მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებლის მიერ დაცული უნდა იქნეს მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული საავტორო და სხვა უფლებები. 3. განმცხადებლის მიერ „საქპატენტში“ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სიზუსტესა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია თავად განმცხადებელი. 4. თუ „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის განცხადებას წარადგენს დამამზადებლის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს დამამზადებლის უფლებებს, მას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან დამამზადებლის უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 5. „საქპატენტში“ მონაცემთა ბაზის წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს წარმომადგენლობის დამდასტურებელი დოკუმენტი. 6. ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია „საქპატენტის“ მიერ შეიძლება გახდეს საჯარო თავად მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მოთხოვნით. |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 541 7. მონაცემთა ბაზის დეპონირებისათვის გადაიხდება საფასური, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184 |