FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  223

ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მიცემა.
1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე პარლამენტს მიმართავს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობის შეჩერებაზე ან დათხოვნაზე თანხმობის მისაღებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პარლამენტის ბიურო გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს, რომლებიც მას განიხილავენ არაუგვიანეს 10 დღისა და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით და სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დადგენილებას.