FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ

article  5

საშეღავათო პირობები.
1. ინვესტორი თავისუფლდება:
    ა) თავისუფალ ტურისტულ ზონაში სასტუმროსთან თავსებადი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადით, ამ კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში;
    ბ) მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.
2. ინვესტორს შესაბამისი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიმბოლურ ფასად − 1 ლარად, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ამ კანონით დადგენილი შეღავათები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა, არ მოქმედებს, თუ ინვესტორი აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.
4. ინვესტორის მიერ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანის ან/და სასტუმროს ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მმართველი უფლებამოსილია მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განუსაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა ამ ვალდებულების შესასრულებლად.