FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  45

ქონებრივი განცალკევება.
1. ენერგეტიკულმა საწარმომ, რომელიც გადამცემ სისტემას ფლობს, უნდა იმოქმედოს, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორმა, და ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოიპოვოს გადაცემის საქმიანობის ლიცენზია.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით დაუშვებელია, ერთი და იგივე პირი:
    ა) რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელ ენერგეტიკულ საწარმოს, იმავდროულად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ან ახორციელებდეს რაიმე უფლებას გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის მიმართ;
    ბ) რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის კონტროლს, იმავდროულად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ან ახორციელებდეს რაიმე უფლებას წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს მიმართ;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  45

გ) რომელიც ნიშნავს გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის მესაკუთრე საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, იმავდროულად პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებდეს ან ახორციელებდეს რაიმე უფლებას წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს მიმართ;
    დ) ერთდროულად იყოს როგორც წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოს, ისე გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გადამცემი ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული უფლებები მოიცავს:
    ა) ხმის მიცემის უფლებას;
    ბ) სამეთვალყურეო საბჭოს, მმართველი საბჭოს ან წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების დანიშვნის უფლებას;
    გ) აქციების (წილის) უმრავლესობის ფლობის უფლებას.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  45

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, თუ გადამცემი სისტემის მესაკუთრე ორი ან მეტი ენერგეტიკული საწარმო დააფუძნებს ერთობლივ საწარმოს, რომელიც გადამცემი სისტემის ოპერატორის ფუნქციებს ორ ან მეტ ქვეყანაში ასრულებს. დაუშვებელია რომელიმე სხვა საწარმოს მონაწილეობა ერთობლივ საწარმოში, თუ იგი ავტორიზებული არ არის, როგორც სისტემის ოპერატორი, განცალკევების მოთხოვნების შესრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიცირების შედეგად.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირი არის საქართველოს სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანო ან სხვა საჯარო დაწესებულება, ორი ცალკეული საჯარო დაწესებულება, რომელთაგან ერთი აკონტროლებს გადამცემი სისტემის ოპერატორს ან გადამცემ ქსელს, ხოლო მეორე − წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელ ენერგეტიკულ საწარმოს, მიჩნეული არ იქნება ერთ და იმავე პირად.
6. დაუშვებელია იმ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს მიეკუთვნებოდა, წარმოების ან მიწოდების ნებისმიერი საქმიანობის განმახორციელებელი ენერგეტიკული საწარმოსთვის კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის ან პერსონალის გადაცემა.