Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საექიმო საქმიანობის შესახებ article 23 უარი სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე. 1. საბჭოს უფლება აქვს უარი უთხრას სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე, თუ: ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელი ითხოვს სახელმწიფო სერტიფიკატს იმ საქმიანობისათვის, რომლის უფლებაც მას ჩამოერთვა; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს შეჩერებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძველი. 2. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საბჭო ვალდებულია სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს წერილობით აცნობოს ამ გადაწყვეტილების საფუძველი. 3. აკრძალულია სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტთა რაოდენობის შეზღუდვის მოტივით. 4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს. |