Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 82 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აწვდის მას საერთაშორისო დაცვის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას, ამ კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით; ბ) ამ კანონის 53-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ვიზას საქართველოში გამომგზავრების მსურველ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ან საერთაშორისო დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრზე/წევრებზე; გ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დახმარებით ხელს უწყობს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ნებაყოფლობით რეპატრიაციას. |