FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

წიაღის შესახებ

article  45

მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი. წიაღში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი მოთხოვნები:
    ა) ნარჩენების მართვა განხორციელდება მკაცრად დადგენილ საზღვრებში, იმ პირობით, რომ ავარიული სიტუაციის შექმნისას თავიდან იქნება აცილებული მათი სამთო გვირაბებში, დედამიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში მოხვედრა;
    ბ) ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება განხორციელდება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს წიაღისა და გარემოს სხვა კომპონენტების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას;
    გ) უზრუნველყოფილი იქნება ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და გარემოს მდგომარეობის კონტროლის მუდმივი სისტემის არსებობა, აგრეთვე ავარიის შემთხვევაში მიღებული იქნება ეფექტიანი ზომები მოსახლეობის დაცვის და მისთვის ავარიის შესახებ დროული შეტყობინების მიზნით.