Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროფესიული თეატრების შესახებ article 4 პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა და გარანტიები. 1. პროფესიული თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა ეფუძნება: ა) ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებაში ქართული თეატრის განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის აღიარებას; ბ) თეატრისა და თეატრალური საქმიანობის შემოქმედებით დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას; გ) შემოქმედებითი ნიჭის უნიკალურობის აღიარებას და მის რეალიზებაზე ზრუნვას; დ) პროფესიული თეატრების ფუნქციონირების სამართლებრივი, სოციალური და ფინანსურ-ეკონომიკური უზრუნველყოფის გარანტიას; ე) თეატრალური შემოქმედებით შეუზღუდავი სარგებლობის უფლებას; ვ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების განუხრელ დაცვას; ზ) მსოფლიო კულტურულ სივრცეში ქართული თეატრის პოპულარიზაციას. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) პროფესიული თეატრების საქმიანობის ძირითადი პრინციპების დაცვას და შემოქმედებით პროცესში ჩაურევლობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გარდა; ბ) თეატრალური საქმიანობისთვის სათანადო გარემოსა და პირობების შექმნას; გ) პროფესიული სახელმწიფო და მუნიციპალური თეატრების სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) ინვესტირებას პროფესიული თეატრების ფუნქციონირების და მათი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით; |
პროფესიული თეატრების შესახებ article 4 ე) პროფესიული კერძო და შერეული თეატრების ფუნქციონირების მიზნით მათთვის საინტერესო ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობას; ვ) ინოვაციური თეატრალური პროექტების შექმნისა და განხორციელების მიზნით თეატრის მოღვაწეების, ახალგაზრდა, ნიჭიერი დრამატურგებისა და შემსრულებლების მოზიდვასა და ხელშეწყობას; ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას; თ) საქართველოს თეატრალური მიღწევების პოპულარიზაციას მსოფლიო კულტურულ სივრცეში, საერთაშორისო და ადგილობრივი თეატრალური ფესტივალების, კონკურსების, დათვალიერებების, გასტროლების, მათ შორის, გაცვლითი გასტროლების, ორგანიზებასა და დაფინანსებას. |