Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 15 საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საგადახდო მომსახურების განხორციელება. 1. დაუშვებელია საგადახდო მომსახურების იმ პირის მიერ განხორციელება, რომელიც არ არის: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ბ) კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; გ) ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი. 2. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის გაუქმებას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი თავის მიერ დადგენილი წესით. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს რეგისტრაციისას ენიჭება კონკრეტული საგადახდო მომსახურების/მომსახურებების განხორციელების უფლება. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების სიას შესაბამისი პროვაიდერისთვის ნებადართული საგადახდო მომსახურების/მომსახურებების მითითებით. აღნიშნულ სიაში განცალკევებით მიეთითება საგადახდო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერი. 4. საგადახდო მომსახურების პროვაიდერის კაპიტალი მისი საქმიანობის არცერთ ეტაპზე არ უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრულ და გაანგარიშებულ საზედამხედველო კაპიტალის ოდენობაზე ნაკლები. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 15 5. პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის შეძენას აპირებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს ინფორმაციის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. ამ ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პასუხის გაუცემლობა ავტომატურად ნიშნავს შესაბამისი გარიგების განხორციელებაზე თანხმობის მიცემას. 6. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ პოტენციური შემძენის შესახებ წარმოდგენილია არასაკმარისი ან/და არაზუსტი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მას უფლება აქვს, დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მოსთხოვოს უშუალოდ პოტენციურ შემძენს ან/და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება შეჩერდება დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენამდე. |
საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ article 15 7. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით განსაზღვროს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებით პოტენციური შემძენის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეტყობინების წესი, ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარუდგენლობასა და, საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარის მიღების მიუხედავად, მნიშვნელოვანი წილის შეძენასთან დაკავშირებული საკითხები. |