FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

article  6

საქართველოს საინვესტიციო ცენტრი. ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოქმედებს საქართველოს საინვესტიციო ცენტრი, რომლის ფუნქციებია:
    ა) ინვესტორთა მომსახურება და მათ მიერ წამოწყებულ სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეწყობა;
    ბ) საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი ქვეყნის წარმოჩენა, საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის, საგადასახადო სისტემისა და ინვესტირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება;
    გ) საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ შესაძლო პარტნიორების გამოვლენა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისათვის მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
    დ) საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და მათი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისათვის წარდგენა;
    ე) ინვესტიციების მოზიდვა, უცხო ქვეყნებისა და კომპანიების იდენტიფიკაცია და მათთან ინდივიდუალური კონტაქტების დამყარება.