FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  30

უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.
1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:
    ა) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა;
    ბ) უცხო სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილია პირის ექსტრადიციის მიზნით დროებითი დაპატიმრების შესახებ შუამდგომლობა;
    გ) უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირი საერთაშორისო დონეზე იძებნება.
2. პირის ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკავების შემთხვევაში მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვისას აუცილებელია უცხო სახელმწიფომ წარმოადგინოს ამ კანონის 14-1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
3. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებისთანავე ამის თაობაზე უნდა ეცნობოს დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ შესაბამის პროკურორს, რომელიც პირის დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს მიმართავს შუამდგომლობით პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თხოვნით.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  30

4. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა ან, საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით, − საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები.
5. მაგისტრატი მოსამართლე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება პირისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს.
6. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული, უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადაა 3 თვე, რომელიც საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე ექსტრადიციის განხორციელებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 3 თვით, მაგრამ არაუმეტეს ორჯერ.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  30

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე პირის საექსტრადიციო პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
8. საექსტრადიციო პროცედურების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელია შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიცვალოს ან გაუქმდეს უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე და 207-ე მუხლებით დადგენილი წესები საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით.
10. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავების და მის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ საქართველოს პროკურატურის მეშვეობით დაუყოვნებლივ ეცნობება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  30

11. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის ან გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ექსტრადიციის განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით უცხო სახელმწიფოსთან შესაბამისი მოლაპარაკებებია დაწყებული), არ გამოირიცხება ამ პირის მიმართ საექსტრადიციო წარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება/ხელახლა გამოყენება.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  30

111. თუ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გამოსცა ბრძანება ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ და უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება ან გამოყენებული იყო სხვა აღკვეთის ღონისძიება ან საექსტრადიციო პატიმრობა, რომელიც გაუქმდა ან აღკვეთის სხვა, არასაპატიმრო ღონისძიებით შეიცვალა და არ არის ამოწურული საექსტრადიციო პატიმრობის 9-თვიანი ვადა და პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემისთვის (ეტაპირებისთვის) საჭირო ტექნიკური საკითხების გადასაწყვეტად ამ სახელმწიფოსთან შესაბამისი მოლაპარაკებებია დაწყებული, ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით შესაძლებელია ამ პირის დაკავება სასამართლოს განჩინების გარეშე.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  30

11-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი პროკურორი  ამ პირის დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების/ხელახლა გამოყენების ან გამოყენებული სხვა აღკვეთის ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შესახებ. სასამართლო ამ შუამდგომლობას განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხზე მსჯელობის გარეშე, შუამდგომლობის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. 11-1 პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  30

11-3 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გამოყენების შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა (ეტაპირება) დასაშვებია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო მისი გასაჩივრების შემთხვევაში − სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. 11-3 პუნქტებით დადგენილი წესით საექსტრადიციო პატიმრობით შეიცვალა, ამ პირს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს გირაოს საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა და უძრავი ქონება.
12. ამ მუხლის მე-11 და 11-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
13. უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის მიზნით დაკავებული პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, თუ დადგინდა, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.