FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  582

მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის უფლებები და მოვალეობები.
1. პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი:
    ა) პროკურორთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებისა და სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ;
    ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის სამართლებრივ პროცედურებს;
    გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
    დ) საქმის სასამართლო განხილვისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის სასამართლოში დაკითხვისა და მათი მონაწილეობით მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
    ე) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.
11. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  582

ა) გამომძიებელთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას გამომძიებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
    ბ) მოწმესა და დაზარალებულს მათთვის გასაგები ენით განუმარტავს მათ უფლებებსა და მოვალეობებს და უხსნის გამოძიებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ პროცედურებს;
    გ) გამოძიების მიმდინარეობისას ესწრება მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებასა და საპროცესო მოქმედებას მოწმის/დაზარალებულის ემოციური მხარდაჭერის მიზნით;
    დ) მოწმესა და დაზარალებულს აწვდის ინფორმაციას მათთვის საჭირო იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა მომსახურების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში ეხმარება შესაბამის ორგანოსთან/ორგანიზაციასთან დაკავშირებაში.
2. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორს უფლება არ აქვს, საგამოძიებო მოქმედებისა და საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას მოწმესა და დაზარალებულს დაუსვას კითხვები ან სხვაგვარად ჩაერიოს მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში.
3. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორმა არ უნდა გაახმაუროს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები.