FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1501

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა.
1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსების, ჯიხურების, დახლების ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებური მონტაჟი ან/და განთავსება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.