Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 26 არასრულწლოვანების დადგენა. 1. თუ პირის სრულწლოვანების საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანება არსებობს, გამომძიებელს, პროკურორს ან მოსამართლეს მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით დაუყოვნებლივ გამოაქვს დადგენილება/განჩინება არასრულწლოვანების დადგენის შესახებ. # 2. პირის ასაკი დგინდება ნებისმიერი ხელმისაწვდომი მტკიცებულების, მათ შორის, ოფიციალური დოკუმენტის, სამედიცინო ან სოციალური შემოწმების შედეგად მომზადებული დასკვნის, მშობლისაგან ან სხვა პირისაგან მიღებული ცნობის ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე. 3. თუ გაირკვა, რომ პირი არასრულწლოვანია, მაგრამ მისი სავარაუდო ან ზუსტი ასაკი ვერ დადგინდა, ივარაუდება, რომ პირს არ შესრულებია 14 წელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის, ხოლო 16 წელი − ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მიზნებისათვის, ვიდრე საპირისპირო არ დამტკიცდება. 4. თუ არასრულწლოვნის სავარაუდო ასაკი დადგინდა, სისხლისსამართლებრივი /ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება მისი სავარაუდო ასაკის მინიმალური ზღვარი. |