Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ article 4 განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ. 1. რეპატრიანტის სტატუსის მოსაპოვებლად ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულმა პირმა განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ უნდა წარადგინოს: ა) სახელმწიფო მინისტრის აპარატში – თუ პირი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს საქართველოში; ბ) იმ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ წარმომადგენლობაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს; გ) უახლოეს წარმომადგენლობაში, თუ იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს, არ არის წარმომადგენლობა. 2. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები: ა) იძულებით გადასახლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტები); ბ) იმ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი მოქალაქეობრივი კუთვნილების ან მუდმივი ბინადრობის, ასევე პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტები, რომლის მოქალაქეც არის იგი ან სადაც იგი კანონიერ საფუძველზე მუდმივად ცხოვრობს; გ) დაბადების მოწმობა; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ; ვ) ოჯახური მდგომარეობის ან/და ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, ქორწინების ან/და განქორწინების მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობა); |
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ article 4 ზ) (ამოღებულია – 01.12.2009, №2204 ); თ) ავტობიოგრაფია, სადაც განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მითითებული უნდა იყოს, თუ რომელ ენებს ფლობს, და მისი მოქალაქეობრივი კუთვნილება; ი) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იძულებით გადასახლებული პირის ან მისი პირდაპირი შთამომავლის განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ, ასევე მეუღლის და არასრულწლოვანი შვილის მიერ რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენაზე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი; კ) ინფორმაცია ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 3. განმცხადებელს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადს დაურთოს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს მას რეპატრიაციისა და ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესში. 4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტი სხვა ენაზეა შედგენილი, ამ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ან ინგლისურ ენაზე. |
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ article 4 5. განმცხადებელი უფლებამოსილია სახელმწიფო მინისტრის აპარატს ან წარმომადგენლობას გადასცეს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებული ასლები. დოკუმენტის ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ხდება რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადის წარდგენა ან რომელშიც ცხოვრობს განმცხადებელი. 6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე დოკუმენტის მოპოვება შეუძლებელია, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს, რომ დოკუმენტის წარდგენა ვერ მოხერხდა მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით. 7. ამ მუხლით დადგენილი წესით რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს 2009 წლის 1 ივლისისა. |