Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 83 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტითა და 71-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით უზრუნველყოფს თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს ან იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც კანონიერი წარმომადგენლის ყოლას საჭიროებს, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; გ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას. |