Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 6 ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში. 1. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ: ა) საჯარო დაწესებულებისგან დროულად მიიღონ სრული და ობიექტური ინფორმაცია: ა.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ; ა.ბ) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმისა და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ; ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს წარუდგინონ წინადადებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის გაუმჯობესების თაობაზე; გ) ხელი შეუწყონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების განხორციელებას; დ) მონაწილეობა მიიღონ ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა განხილვასა და მიღებაში; ე) მიიღონ ანაზღაურება მათთვის მიყენებული ზიანისათვის, რომელიც გამოიწვია ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ; ვ) სასამართლო წესით მოითხოვონ ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ობიექტების განთავსების, დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის შესახებ გადაწყვეტილებათა შეცვლა; ზ) აღძრან სარჩელი იმ პირთა მიმართ, რომლებიც მათ მიერ მხილებულნი იქნებიან ამ კანონით დადგენილი სამართლებრივი ნორმების დარღვევაში. |
ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ article 6 2. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1963 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. |