FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  30

გამოსაცემი ნორმატიული აქტები. ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა:
    ა) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დადგენის თაობაზე;
    ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ავტორიზაციის შესაბამისი პროცედურისა და დამატებითი წესების დადგენის თაობაზე;
    გ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესის დადგენის თაობაზე;
    დ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულისა და მისი განყოფილების ლიკვიდაციის მარეგულირებელი დამატებითი წესების დადგენის თაობაზე;
    ე) ამ კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სეკიურიტიზაციის მატერიალური, წმინდა ეკონომიკური ინტერესის გაანგარიშების მეთოდოლოგიის დადგენის თაობაზე;
    ვ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის დადგენის თაობაზე.