FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  67

ე) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა მოვალის მიერ მნიშვნელოვანი ოდენობის ვალის აღების პარალელურად;
    ვ) ნებისმიერ სხვა გარემოებას, რომელიც შეიძლება აღნიშნული განზრახვის არსებობაზე მიუთითებდეს.
5. სასამართლო შეცილების შესახებ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს, რომ:
    ა) მოვალე და შეცილების მოწინააღმდეგე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ და საცილო ქმედება მოვალესა და შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს შორის არსებულ ჩვეულებრივ სამეწარმეო ურთიერთობას ან კონკრეტულ სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს შეესაბამებოდა;
    ბ) საცილო ქმედების განხორციელების შემდეგ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალეს შესაბამისი ღირებულების ნივთს გადასცემს ან მოვალის ქონებას სხვაგვარად შეავსებს;
    გ) შეცილების მოწინააღმდეგე მესამე პირმა, რომელიც არ არის მოვალესთან დაკავშირებული პირი ან/და კრედიტორი, არ იცოდა და მას არც შეიძლებოდა სცოდნოდა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  67

6. ამ თავის მიზნებისთვის პირი მოვალესთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის აღნიშნულ პირსა და მოვალეს შორის ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობა შეწყვეტილია, მაგრამ ის არსებობდა საცილო ქმედების განხორციელების დროს ან მის განხორციელებამდე 3 თვის განმავლობაში.
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  67

მტკიცების ტვირთი.
1. შეცილების უფლების ხანდაზმულობის ვადაა 1 წელი, რომელიც აითვლება სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის თარიღიდან.
2. შეცილების განხორციელებისას მტკიცების ტვირთი შეცილების უფლების განმახორციელებელ პირს ეკისრება.
3. თუ მოვალე ბრალეულად გააჭიანურებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვას, საპირისპიროს დამტკიცებამდე მიიჩნევა, რომ იგი გადახდისუუნარობის მასის შემცირების/კრედიტორისთვის ზიანის მიყენების განზრახვით მოქმედებდა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განზრახვის არსებობის დადგენისას სასამართლო აფასებს:
    ა) იყო თუ არა სარგებლის მიმღები მოვალე ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მოვალესთან დაკავშირებული პირი;
    ბ) ინარჩუნებს თუ არა მოვალე განკარგულ ქონებაზე რეალურ ეკონომიკურ კონტროლს;
    გ) განხორციელდა თუ არა მოვალის ყველა ან არსებითად ყველა აქტივის განკარგვა მცირე დროში;
    დ) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის აღსრულების შესახებ გაფრთხილების წარდგენის ან მოვალის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ;