Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წიაღის შესახებ article 46 წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და საექსპლუატაციოდ გადაცემის მოთხოვნები. 1. წიაღით სარგებლობის ობიექტების დაპროექტება წარმოებს სავარაუდო მშენებლობის უბანზე წიაღის გეოლოგიური აგებულების და სხვა პირობების გათვალისწინებით. წიაღის შესწავლა და გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავების, მიწისქვეშა ნაგებობებისა და ობიექტების განლაგების, საწარმოო ნარჩენების, მავნე ნივთიერებათა ჩამარხვისა და სხვა მიზნებისათვის ხორციელდება დამუშავებული და დამტკიცებული პროექტების (ტექნოლოგიური სქემების) საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის მოთხოვნები. 2. იმ მიწისქვეშა ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობისა და საექსპლუატაციოდ გადაცემისას, რომლებიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან (მავნე ნივთიერებებისა და ნარჩენების ჩამარხვა, ჩამდინარე წყლის ჩაშვება, მიწისქვეშა გაზსაცავების მოწყობა და სხვა), უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ობიექტების გარემომცველი ქანების, პირველ რიგში კი წყალშემცველი ჰორიზონტების საიმედო იზოლაცია. |