FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ელექტრონული კომერციის შესახებ

article  20

ჯარიმა.
1. სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს ჯარიმა დაეკისრება. ამ ჯარიმის ოდენობა წინა ფინანსური წლის განმავლობაში მომსახურების მიმწოდებლის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.
2. თუ, დაჯარიმებული მომსახურების მიმწოდებლის დაფუძნების თარიღიდან გამომდინარე, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის დაანგარიშება შეუძლებელია, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებლის დაფუძნებიდან მის დაჯარიმებამდე გასული პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული ბრუნვიდან.
3. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დარღვევის ხასიათი, სიმძიმე და ხანგრძლივობა.
4. 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
5. ჯარიმის დაკისრება მომსახურების მიმწოდებელს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.
6. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ჯარიმა მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს.
7. ჯარიმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდება.